"ჩვენ არაერთი კონსტრუქციული, თანმხვედრი ნაბიჯი დავინახეთ რუსეთის ხელისუფლებისგან, რასაც მივესალმებით"

Image

გარწმუნებთ, რომ არ მოსულიყო "ქართული ოცნება" და ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, ეს დღე არ იქნებოდა ჩვენს ისტორიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში ასოცირების ხელშეკრულებაზე საუბრისას, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, შესაძლებელია თუ არა, რომ ევროპული ბაზრის სანაცვლოდ საქართველომ დაკარგოს რუსული ბაზარი.

 


"ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. არასწორი ფორმულირებაა. ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. გარწმუნებთ, რომ არ მოსულიყო "ქართული ოცნება" და ბატონი ბიძინა ივანიშვილი, დღეს ეს დღე არ იქნებოდა ჩვენს ისტორიაში და ჩვენ ვერ ვიზეიმებდით ამ მართლაც ისტორიულ დღეს. ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი დაპირება, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა ასოცირების პროცესში და მათ ეს შეასრულეს. ეს მხოლოდ მისასალმებელია.

 

ჩვენ არაერთი კონსტრუქციული, თანმხვედრი ნაბიჯი დავინახეთ რუსეთის ხელისუფლებისგან და მე მხოლოდ მივესალმები მათ კონსტრუქციულ ნაბიჯებს. არ უნდა დავსვათ საკითხი ისე, რომ ერთი რაღაცა მეორეს სანაცვლოდ. ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ორივეს თანაბრად შევინარჩუნებთ და შევქმნით უნიკალურ პრეცედენტს – საქართველო მოახერხებს ევროკავშირისკენ წინსვლას და ამავდროულად ექნება აბსოლუტურად დაბალანსებული და მეგობრული ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის დსთ-ის სახელმწიფოებთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?