"პრივატბანკის" ყოფილი თანამშრომელი თაღლითობისთვის დააკავეს

Image

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე,  სს ,,პრივატბანკის“ ყოფილი თანამშრომელი, შოთა მარტყოფლიშვილი და მისი თანამონაწილე ვახტანგ ბარათაშვილი დააკავეს. 

 

გამოძიებით დადგენლია, რომ 2013 წლის დეკემბერში, „პრივატბანკში“ ფინანსურ მენეჯერად მუშაობის პერიოდში, შოთა მარტყოფიშვილი და მისი თანამზრახველი, ვახტანგ ბარათაშვილი მოქალაქეებს ატყუებდნენ, თითქოს „საახალწლო აქციის“ ფარგლებში ბანკი მათ 50-დან 200 ლარამდე თანხას საჩუქრად ჩაურიცხავდა, რისთვისაც საჭირო იყო  პირადობის მოწმობის ბანკში წარდგენა.

 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ბანკში წარდგენის შემდეგ, მარტყოფიშვილი მოქალაქეთა სახელზე ავსებდა სესხის განაცხადს, მოქალაქეებს კვლავ ატყუებდა, რომ მათ ვერ მიიღეს ეგრედწოდებული „საახალწლო აქციის“ თანხა, ხოლო რეალურად დაზარალებულთა სახელზე დამტკიცებული სესხის თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ პლასტიკური ბარათებიდან ფულის  განაღდების გზით.

 

ამ ეტაპზე დადგენილია ათეულობით მოქალაქის სახელზე დამტკიცებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი.  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3  ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !