-
2014-06-26 10:56
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აუცილებელი იყო ეს სისტემა ერთიან ლოგიკაში მოქცეულიყო და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები აღარ იყოს.
“ეს რეგულაცია დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. გვექნება მასზე დისკუსია და მსჯელობა. საბოლოო ჯამში, მთავრობა გადაწყვეტს რა ფორმით იქნება ეს რეგულაცია დამტკიცებული, თუმცა ცალსახად ვადასტურებ, რომ ეს თემა აუცილებლად ერთიან ლოგიკაში უნდა იყოს მოქცეული“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
თავის მხრივ, დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ აღნიშნა, რომ თუკი რომელიმე უწყების ხელმძღვანელი დაუსაბუთებელი პრემიის გაცემას გადაწყვეტს, მას ეს ნორმა შეზღუდავს და საფინანსო სამსახური თანხის გაცემაზე უარს ეტყვის.
„ერთ-ერთი მეც ვიყავი, ვისი მოსაზრებაც იყო, რომ პრემიების საკითხი მოწესრიგებული უნდა იყოს. ეს უნდა იყოს დამოკიდებული ცალკეული მხარჯავი უწყების ხელმძღვანელის ნებაზე და ბუნებრივია, არ უნდა იყოს შეუზღუდავი“, - განაცხადა დარახველიძემ.