აუდიტის სამსახური გოგორიშვილს პასუხობს

Image

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებას პასუხობს და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოყენებული ჯარიმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

 


როგორც უწყებაში განმარტავენ, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სამსახურმა შეისწავლა რამდენიმე საქმე, საიდანაც 14 სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

 


"აქედან სასამართლოს მიერ დაჯარიმებულ იქნა 12 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო სუბიექტი, 1 საქმე გამოვითხოვეთ სამსახურის მიერ სასამართლო პროცესზე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამო, ხოლო 1 საკითხი გადაწყდა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ", - აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
მათივე განმარტებით, აღნიშნული საქმეები შეეხებოდა ინფორმაციების წარმოდგენის ვალდებულების დარღვევებსა და შემოწირულებების დამალვის ფაქტებს, რომლებზეც გამოყენებულ იქნა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სანქციები.

 


"კერძოდ: მოძრაობა "სამართლიანი საქართველო,"ევროპელი დემოკრატები", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "ახალი მემარჯვენეები", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2-2 ათასი ლარით, "ერთიანი კომუნისტური პარტია", - 5 ათასი ლარით, "დემოკრატიული მოძრაობა" – 64 636,86 ლარით, დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტები: ნესტან კირთაძე, ქართლოს ღარიბაშვილი, მამუკა მელიქიშვილი 1000-1000 ლარით, ნინო ჭანიშვილი კი 13935 ლარით დაჯარიმდნენ. "ხალხის პარტია" სასამართლომ გაამართლა, მიხეილ (გელა) სალუაშვილის წინააღმდეგ საქმე კი გამოთხოვილ იქნა", - განმარტავენ აუდიტის სამსახურში. 

 


უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა გუშინ, სატელევიზიო ეთერში აუდიტის სამსახურის საქმიანობა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, უწყებას ბოლო 2 წლის განმავლობაში "არავინ დაუჯარიმებია", რასთან დაკავშირებითაც უკმაყოფილება გამოთქვა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !