-
2014-06-25 10:25
რუსეთში გაყიდვაში გამოვიდა ოქროს iPhone რომელზეც ამოტვიფრულია პუტინის პორტრეტი, რუსეთის ღერბი და ციტატა რუსეთის ჰიმნიდან.
iPhone 5-ის ეს „მოდელი“ იტალიურმა საიუველირო კომპანიამ Perla Penna შექმნა. მისი პროდუქცია Caviar-ის ბრენდით ვრცელდება. iPhone-ის ამ „მოდელს“ კომპანიის მესვეურებმა „პუტინფონი“ დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას TJournal-ი კომპანიის პრეს-რელისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პუტინფონის“ ფასი 4700 დოლარია. ჯერჯერობით ბაზარზე მხოლოდ 4 „პუტინფონი“ შევა და თითოეულ მათგანზე დატანილი იქნება მისი რიგითი ნომერი.
სმარტფონის უკანა მხარე დაფარულია 18 კარატიანი ოქროთი და მასზე ამოტვიფრულია ვლადიმირ პუტინის პროტრეტი, რუსეთის ღერბი და ციტატა რუსეთის ჰიმნიდან. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ „პუტინფონის“ შეძენის მსურველები მრავლად არიან. პოტენციურ მყიდველებს შორის არიან „პატრიოტი ჩინოვნიკები“ და კომპანიების ტოპ-მენეჯერები.
„ვლადიმირ პუტინი გახდა თამამი გადაწყვეტილებების, ამბიციურობის, თავდაჯერებულობის და მუდმივი წინსვლის განსახიერება“ - ნათქვამია იტალიური Caviar-ის პრესრელიზში.