-
2014-06-25 10:18
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბაქოში პარლამენტარებთან დაკავშირებული ინცინდენტის კომენტირებისას განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, დამატებითი ინფორმაცია, რა მოხდა ბაქოს აეროპორტში, როდესაც ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე თბილისში ბრუნდებოდნენ, მას არ აქვს.
"ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი არ იმყოფებოდნენ ბაქოში რაიმე მივლინებით პარლამენტის მხრიდან, მათი მოგზაურობა არ უკავშირდებოდა რაიმე საპარლამენტო საქმიანობას, ამიტომ არც მათი გამგზავრების დეტალები ვიცოდი და არც დაბრუნების.
რაც შეეხება გარკვეულ ვითარებას იმ მომენტში, რაც გარკვეული საათების განმავლობაში ხდებოდა, სრულიად აშკარაა, რომ იქ იყო რაღაც გაუგებრობა, ისიც აშკარაა, რომ ჩემი კოლეგებიც და არა მხოლოდ ისინი შეეცადნენ და მოახერხეს გარკვეული საკითხების მოგვარება, იმიტომ, რომ მოახერეხეს და საქართველოში არიან და აგრძელებენ მოღვაწეობას.
რა იყო ეს პრობლემა, ამაზე რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. ვალდებული ვარ, რომ თუ პარლამენტის წევრებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ, ვიზრუნო იმაზე, რომ გავარკვიო რა ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავად პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარება არ დასჭირდათ, ისე მოაგვარეს რაღაცა პრობლემა. თუ რა იყო ეს პრობლემა, ამაზე არის აზრთა სხვადასხვაობა. მე ვერც არაფერს გამოვრიცხავ, ვერც ვერაფერს დავადასტურებ, არ მაქვს სხვა ინფორმაცია", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.