- 
	2014-06-24 18:07	
კომპანია Apple-ს მიმწოდებლები iphone 6-ის სერიულ წარმოებას ჩინეთში მომავალი თვიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.
 ხოლო როგორც Reuters წერს, სმარტფონების წარმოებით ორი კომპანია იქნება დაკავებული - Hon Hai Precision Industry და Pegatron-ი. პირველი კომპანია გაჯეტების 70 %-ს აწარმოებს, ხოლო მეორე - 30 -ს.
 
 ზოგიერთი ინფორმაციით, ახალი iPhone ორი სხვადასხვა ზომის იქნება -  4.7 და 5.5 დუიმის ეკრანების.  
 
 Apple-ს მეექვსე თაობის სმარტფონების პრეზენტაცია 3 თვეში იგეგმება.