
მესტიის აეროპორტში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, სპარტაკ გოშუანმა, დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 27 წლის გეგი ხაფთანს, რის შედეგად იგი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "გურიანიუსი" ავრცელებს.
მას ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მესტიაში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შსს-ს პრესსამსახურში.
"ფაქტს გიდასტურებთ, ასეთი ფაქტი ნამდვილად მოხდა. ამ დროისთვის საქმე გახსნილია. დაკავებულია დამნაშავე. გამოძიება 108 -მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს."