-
2014-06-24 16:33
უკრაინის ქალაქებში საქართველოში ერთერთი წარმატებული პროექტის - ერთი სარკმლის პრინციპის იუსტიციის სახლების აშენება უახლოეს პერიოდში დაიწყება, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს, ხოლო TVi ეთერს უთმობს ამ რეფორმის ერთერთ მთავარ პერსონას გიორგი ვაშაძეს.
ტელეკომპანიის ეთერში გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ ქართველ რეფორმატორთა ჯგუფი ამ მიმართულებით უკრაინაში ნამდვილად მუშაობს, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ ეს არ იქნება პირდაპირი კოპირება:
"პირდაპირ გეტყვით, ჩვენ კოპირებას არ ვაპირებთ, ვაპირებთ ვიზრუნოთ იმაზე, რომ უკრაინას ჰყავდეს რეფორმატორთა საკუთარი თაობა, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.