-
2014-06-23 18:29
გუშინ საღამოს, წყნეთში, ურთიერთშელაპარაკებისას 24 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 14 ტყვია ესროლეს,-ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც სააგენტოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს , 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაში წყნეთიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გუშინ გადაიყვანა. მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ექიმების განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26