"ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას" 85 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა

Image

კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სააგიტაციო მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით დაახლოებით 85 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრათ. ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და სამართლიანი სასამართლოსა და არჩევნების შედეგებზე ისაუბრა. 

 


ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, იქნება ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდა დაუზუსტებელი სიებით და ბიომეტრული პასპორტების გარეშე. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, რომ არჩევნები იყო უპრეცედენტოდ სამართლიანი, არჩევნების მიმართ არსებობს ძალიან დიდი პრეტენზიები.

 

 
ბურჯანაძე საუბრისას თბილისში ჩატარებულ მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციასაც შეეხო, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა. ბურჯანაძე დაინტერესდა, რამდენ ადამიანს გააჩნია საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა.

 


"დღეს საქართველოში კვლავ გრძელდება აბსურდის თეატრი, როდესაც ქვეყანაში, სადაც ყველა ლაპარაკობს სასამართლო სისტემის გაუმართაობაზე, ქვეყანაში სადაც არსებობს 200-მდე პოლიტპატიმარი, ტარდება მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრება ახლადარჩეული პრეზიდენტი მარგველაშვილი და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის წარმომადგენლები. მე მაინტერესებს, რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა და რამდენად შეიძლება ჩვენს სასამართლოზე, როგორც დამოუკიდებელ ორგანოზე ვილაპარაკოთ. ესეც "ქართული ოცნების" უუნარობის ბრალია, რომ სასამართლო, რომელმაც ასობით და ათასობით ადამიანი უსამართლოდ დასაჯა და გააუბედურა, დღეს აღმოსავლეთ ევროპაში, ლამის, სასამართლოების ეტალონად არის მიჩნეული", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

 


მისვე თქმით, მათი კოალიცია სასამართლოებისაგან და სხვა სტრუქტურებისაგანაც დევნას მიეჩვია. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე აუდიტის სამსახურმა "დემოკრატიული მოძრაობა", ერთადერთი პოლიტიკური ძალა, სრულიად უსამართლოდ 65 ათასი ლარით დააჯარიმა. 

 


"ეს ტენდენცია გრძელდება ახლაც და შემიძლია გითხრათ, რომ "დემოკრტიული მოძრაობა" არის ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა საქართველოში არც ერთმა სასამართლომ. ჩვენ ვითხოვდით იმას, რასაც ითხოვს აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური პარტიებისა, ხმების გადათვლას, მათ შორის ისეთ ადგილებში სადაც ჩვენს წარმომადგენლებს დააკლდათ 1, 10 და 15 ხმა. თავად ლოგიკა მოვლენებისა, ლაპარაკობს იმაზე, რომ როდესაც ხმათა სხვაობა ასე მცირეა, გადათვლა აუცილებლად უნდა მოხდეს", _ განმარტა ბურჯანაძემ. 

 


მისივე თქმით, მათი კოალიცია სოლიდარობას უცხადებს აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ითხოვს არჩევნების შედეგების შემოწმებას, გადათვლას, იმ შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას, სადაც ბალანსი დაცული არ არის. 

 


ბურჯანაძის განცხადებით, კოალიცია შეეცდება გაასაჩივროს ყველა უსამართლო გადაწყვეტილება. მან იმედი გამოთვა, რომ განსხვავებით დღემდე არსებული ტენდენციისა, რომელიმე სასამართლო მაინც მიიღებს ადექვატურ გადაწყვეტილებას და მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

 


ბურჯანაძის თქმით, პარტიის დაჯარიმების პროცესი, ამჯერად სააგიტაციო მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით გრძელდება. 

 


"სამწუხაროა, რომ არც ერთი ჩვენი არგუმენტი სასამართლოების მხრიდან გათვალისწინებული არ იქნა. მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოსამართლე თვლის რომ ყველა შემთხვევაში პლაკატების გადაკვრასთან დაკავშირებით ჩვენი ბრალეულობა იკვეთება. ჩვენ მოვითხოვთ ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა ყველა პლაკატის დაცვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული კანონი იქნება გამოყენებული სწორედ იმისათვის, რისთვისაც ეს თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო - პოლიტიკური პარტიის ფინანსური განადგურებისათვის. ჩვენ უკვე დაგვეკისრა დაახლოებით 85 ათასი ლარის ჯარიმა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჯარიმების რაოდენობა გაიზარდოს.

 

იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ყველაზე ნაკლებადაა დაფინანსებული, ჩვენ შეიძლება კვლავ ელემენტარული სახსრების გარეშე აღმოვჩნდეთ შემდეგი საარჩევნო კამპანიისათვის. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ კანონის შესრულებას, ასეთი მოთხოვნა გვქონდა არჩევნებამდეც. ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ სისტემა იყოს სამართლიანი, მაგრამ როგორც ჩანს, ამაში ხელისუფლება, სამწუხაროდ, დაინტერესებული არ არის", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !