მონიტორინგის სამსახური "ქართულ ოცნებას" უკანონო შემოწირულების მიღებაში ედავება

Image

პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახური კოალიცია "ქართულ ოცნებას" უკანონო შემოწირულების მიღებაში ედავება. 

 


როგორც  აღნიშნული სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მაისის ბოლოს ორმა იურიდიულმა კომპანია: "ჯეოსპირტპრომმა" და შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიამ" 20-20 ათასი ლარის შემოწირულება, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის დარღვევით გადახორციელა.

 


აზნაურაშვილის განმარტებით, ორივე კომპანიების დამფუძნებლები რუსეთის მოქალაქეები არიან, რითაც აღნიშნული კანონი დაირღვა.

 


"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონით, შემოწირულება ისეთი იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს განხორციელებული, რომლის პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. აღნიშნულ შემთხვევაში კი კოალიციის შემომწირველები, რეესტრის მონაცემებში რეგისტირდებიან, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები", - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

 


პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის თქმით, კანონის მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" უკანონო შემოწირულების სახით მიღებული 40 ათასი ლარი კომპანიებს უკან უნდა დაუბრუნოს, რის შესახებაც კოალიცია უკვე ინფორმირებულია. 

 


"ქართული ოცნება" ვალდებულია დააბრუნოს მიღებული თანხა. ამის შესახებ კოალიციას წერილი 20 ივნისს მივწერეთ. კანონის მიხედვით, თანხის დაბრუნება შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში უნდა მოხდეს, რა ვადაც 27 ივნისს იწურება. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა არ შესრულდება, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება", - აღნიშნა აზნაურაშვილმა.

 


რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიებს, პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომლითაც სასამართლოს მიმართავს.

 


"ჩვენ კომპანიების ორმაგი ოდენობით დაჯარიმებას მოვითხოვთ", - განმარტა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა. 

 


ოფიციალური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ "ჯეოსპირტპრომმა" და შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიამ" შემოწირულება 29-30 მაისს განახორციელეს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !