ქართულმა მხარემ სომხეთსა და რუსეთს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე უარი უთხრა

Image

აღნიშნულ ინფორმაციას სომხური საინფორმაციო პორტალი lragir.am-ი ავრცელებს.

 


გამოცემა წერს, რომ "როგორც ჩანს, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი თბილისიდან ხელცარიელი დაბრუნდა", ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ ინფორმაციაში არ იყო კარგი ცნობები ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისა და სომხეთსა და საქართველოს შორის "არასაბაჟო საზღვრის" შესახებ.

 


"რაში სჭირდება საქართველოს აფხაზური რკინიგზა და აფხაზეთთან შერიგება?! ზუსტად ერთ კვირაში თბილისი ევროპული საბაჟო სივრცის ნაწილი და ევროატლანტიკური პასუხისმგებლობის ზონა გახდება. დასავლური პოლიტიკა ახლა მიმართულია რუსეთისა და მისი გაერთიანების ბლოკირებისკენ და საქართველოს არ აქვს არანაირი მოტივი, ამ პოლიტიკის წინააღმდეგ წავიდეს და დაეხმაროს რუსეთს, სომხეთსა და ირანს დაუკავშირდეს.

 

საქმე ეხება არა მხოლოდ სარკინიგზო მიმოსვლას, რომელიც ერთ-ერთ არგუმენტად სახელდება სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ იმასაც, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარი გახდება საზღვარი ევროპულ და ევრაზიულ საბაჟო სივრცეებს შორის. სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას საბაჟო გადასახადების გაზრდა მოჰყვება, რასაც ერევანი არ უარყოფს. თუ ამას დაემატა უთანხმოება საქართველოსთან რუსეთიდან სომხეთში ტვირთების დაუბეგრავად გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაშინ საქონლის ღირებულება სომხეთში მკვეთრად გაიზრდება", - წერს გამოცემა და დასძენს, რომ როგორც ჩანს, სერჟ სარგსიანმა ვერ მოახერხა, დაერწმუნებინა ქართული მხარე ტრანზიტის ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ.

 


"ამ დრომდე საქართველო ცდილობდა, დიდად არ შეწინააღმდეგებოდა რუსეთს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, როცა ის ევროატლანტიკური უსაფრთხოების ზონაში შევა, არაერთი საფრთხე საქართველოსთვის ნიველირებული იქნება. საქართველოს არ დარჩება არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ხელი არ შეუშალოს რუსულ პროექტებს", - ნათქვამია სტატიაში.

 


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტამდე სერჟ სარგსიანი შეხვდა "რუსეთის სარკინიგზო გზების" პრეზიდენტ ვლადიმერ იაკუნინს, რომელმაც განაცხადა, რომ "ქართულ-აფხაზური კორიდორის გავლით" სომხეთ-რუსეთის" დამაკავშირებელი რკინიგზის ამოქმედებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ეს საკითხი უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

 


ოფიციალურ თბილისი კი ირწმუნება, რომ სერჟ სარგსიანის ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე "არც ერთი სიტყვა არ თქმულა". 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !