უკრაინის სამი ექსპრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ღია წერილს უგზავნის

Image

უკრაინის სამი ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკო ვლადიმერ პუტინს ერთობლივ ღია წერილს უგზავნიან, მოთხოვნით, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის მიმართ და დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

 


სამივე მათგანი მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას, რაც ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარების მშვიდობიანად დარეგულირებას ითვალისწინებს და მიმართავს პუტინს, რომელიც ასევე გამოხატავს პოროშენკოს გეგმისადმი მხარდაჭერას. 

 


"თქვენი მხარდამჭერი განცხადება ამ გეგმისადმი ჩვენ აღვიქვით, როგორც დადებითი ნიშანი. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მართალი სიტყვები გამყარებული იქნება ვითარების დეესკალაზიის მიზნით გადადგმული ნაბიჯებით, რუსეთიდან დაქირავებული მებრძოლები კი გამოიყენებენ იმ დერეფანს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება მოაწყობს სამშობლოში მათ დასაბრუნებლად", – აღნიშნულია ექსპრეზიდენტების ერთობლივ წერილში.

 


ისინი, ასევე, მოუწოდებენ ვლადიმერ პუტინს, ხელიდან არ გაუშვას შანსი, გადავიდეს ისტორიის ნათელ მხარეს, რისთვისაც სამივე მათგანი რუსეთის პირველ პირს სთავაზობს შეწყვიტოს აგრესია და დანაშაულებრივი პოლიტიკა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც, მათი თქმით, რუს ხალხთან ომი არ სურს. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !