წერილი ქმრის საყვარელს კეთილმოსურნე ცოლისგან

Image

ჩემო ძვირფასო მერი,

 

უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრა, რომ ამ წერილს ჩემი ქმრის გვერდის ავლით გიგზავნი - შენი არსებობის შესახებ შემთხვევით შევიტყვე, როდესაც ჩემი ძვირფასი მეუღლის მობილურს ვათვალიერებდი, საიდანაც ტექსტური შეტყობინებების წაშლა დავიწყებოდა...


უკვე ოთხი თვეა ვაკვირდები ამ თქვენს სანტა-ბარბარას და მინდა გითხრა, რომ სერიალი, რომლის თვალთვალიც პირველი ორი თვე სიამოვნებას მანიჭებდა, კარგა ხანია მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცე.

 

პირველ რიგში მინდა გამბედაობა შეგიქო და გითხრა, რომ აბსოლუტურად სწორი ტაქტიკით მიდიხარ. ჩემი ქმარი საშინლად ზარმაცი ადამიანია და ვერასოდეს გაბედავდა „გზიდან გადახვევას“. შენი მიზანდასახულობა და სიჯიუტე არის ის, რაც წისქვილს შენს სასარგებლოდ ასხამს წყალს.

 

თუმცა ისიც გაითვალისწინე, რომ არ ღირს მისთვის წამდაუწუმ თავის მობეზრება შემდეგი შინაარსის სმს-ებით: „დღეს სახლამდე არ მიმიყვანთ?“, „ერთად ხომ არ გვესადილა?“, „თეატრში კარგი სპექტაკლია, არ წავიდეთ?“ - ასეთი ტიპის ტექსტური შეტყობინებები შედეგს არ მოგიტანს. აქაც ინიციატივა შენს ხელში აიღე, ბილეთები იყიდე და ფაქტის წინაშე დააყენე, რესტორანში გინდა? - შეუკვეთე მაგიდა და წაიყვანე, თან მოატყუე, რომ ქალიშვილობის დაკარგვის წლისთავს აღნიშნავ.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მხრიდან ვერანაირ მოქმედებას ვერ იხილავ.

„მე თქვენი სურვილი მკლავს“, „უთქვენოდ ძალიან მოვიწყინე“ - კარგი ტექსტური შეტყობინებებია, მაგრამ როცა უკვე მეოთხე თვეა მასზე პასუხს ვერ იღებ, ნუთუ არ გაგიჩნდათ კითხვა – რა ხდება?
იმედია არ მიწყენ თუ შეცდომებზე მიგითითებ:

 

თქვენი მთავარი შეცდომა იმაშია, რომ ერთ ფირმაში მუშაობთ. ჩემს ქმარს ამისი მწარე გამოცდილება აქვს (ალბათ, საქმის კურსში ხარ, რომ ჩვენც ერთად ვმუშაობდით) და მკაცრად იცავს პრინციპს - `არ დაიძინო იქ, სადაც მუშაობ და პირიქით~. ასე, რომ იქნებ სჯობდა სამუშაო ადგილი შეგეცვალა და ანალოგიური პროფილის სხვა ფირმა მოგეძებნა?

 

მეორე შეცდომა ისაა, რომ შენც ისეთი გამხდარი და გრძელთმიანი ქერა ხარ, როგორც მე და ის ფაქტი, რომ შენ ჩემზე ათი წლით უმცროსი ხარ, არაფერს არ ცვლის შენს სასარგებლოდ, რადგან მეც საკმაოდ კარგად გამოვიყურები და შენთან შედარებით 15 სმ-ით მაღალი ვარ. ჰოდა წარმოიდგინე, რად უნდა მამაკაცს საყვარლად ისეთი ქალი, როგორიც უკვე სახლში ჰყავს?

 

გამოგიტყდები, მამაკაცებს მრავალფეროვნება იზიდავთ. ერთ საიდულოსაც გაგიმხელ, ჩემს ქმარს ჟღალთმიანი და სავსე ფორმებიანი, გრძელფეხება ქალები მოსწონს. ასე რომ, მის მოსახიბლად მხოლოდ 15 სმ-იანი ფეხსაცმელი, თმის საღებავი და ძვირფასი ქირურგიული ჩარევა გჭირდება.

 

ამას შეიძლება შეცდომა არც კი ვუწოდოთ, არამედ უფრო ჩემი პირადი თხოვნა იქნება კონსპირაცია, კონსპირაცია და კიდევ ერთხელ კონსპირაცია დაიცვა. ნუ გამოგზავნი სმს-ებს ღამის პირველ საათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრადაც არ მომივიდოდა მის მობილურში ქექვა.

 

მაგრამ როდესაც ქმარი შუაღამით მობილურში რაღაცას წერს, ან აივანზე გარბის და ჩურჩულით საუბრობს, ეჭვი რომ არ გაგიჩნდეს, ხეპრე უნდა იყო. ყოველი ასეთი შემთხვევა კი ჩემს მგრძნობიარე ორგანიზმს საშინლად ვნებს, რაც ძალიან მანერვიულებს, ნერვიულობა კი საშინლად არ მიყვარს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებ და ვეღარ ვიგრძნობ შენს არსებობას ჩემს ცხოვრებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სულისშემძვრელი ტექსტური შეტყობინებები პატივცემული ნიკოლოზის ხელში აღმოჩნდება, რომელიც სოციალურ ქსელში შენს მეუღლედ არის მოხსენიებული.

 

თუმცა შენი გონიერების იმედი მაქვს, რადგან რადიკალური ზომების მიღება საშინლად არ მსიამოვნებს.
კაცმა რომ თქვას, შენი კანდიდატურა მე ძალიან მაწყობს - ჩემი ქმარი ამბობს, რომ ჭკვიანი ხარ, ოჯახი გაქვს და კარგად ხვდები, რომ ეს კაცი მხოლოდ დროის გასატარებლად გამოგადგება და არანაირად არ იფიქრებ მასთან ნათელი მომავლის შექმნაზე.

 

ასე რომ, წარმატებები ჩემი  არც თუ ისე ადვილად მოსარჯულებელი  ქმრის შეცდენის საქმეში.

თუკი ჩემი დახმარება დაგჭირდება ან რამე კითხვა შეგაწუხებს – შენს სამსახურში მიგულე.

მარად თქვენი ნათია.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !