პავლე კუბლაშვილი: "ბავშვის მკვლელობას გვაბრალებდით, მილიონი დოლარი რა გასაკვირია..."

Image

"საქმე გვაქვს გუნდთან, რომელიც ჩვილი ბავშვის მკვლელობას გვაბრალებდა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ამათგან მილიონი დოლარის გადმოტანის დაბრალება რა გასაკვირია", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა "რეაქციის" ეთერში.

 

მან უსაყვედურა ირაკლი სესიაშვილს და შეახსენა, რომ მას არცერთი შეკითხვა არ გასჩენია პროკურატურასთან, როცა ისინი საქმეებს კერავდნენ: "მაგალითად, სესიაშვილს ერთხელაც არ დაუსვამს შეკითხვა პროკურატურისთვის იმასთან დაკავშირებით, როგორ გადაძვრა შალვა თათუხაშვილი არარსებული გისოსებიდან.

 

თქვენ ერთხელაც არ დაინტერესებულხართ ბათუმის ტელეკომპანია "25-ე არხის" დირექტორის განცხადებით იმის თაობაზე, რომ დღევანდელი მთავარი პროკურორი მას "აკაჩავებდა", რათა ხელი დაედო კონკრეტული პირებისთვის, დღეს კი შენ (მიმართავს სესიაშვილს, -რედ.), პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, მოდიხარ აქ და ამბობ, რომ კი, უდანაშაულობის პრეზუმპცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ზურა ჯაფარიძე მაინც დამნაშავეა... 

 

შენი წყარო მითხარი, ირაკლი, შენ ვინ გითხრა და საიდან მოიტანე? ის კი არა, რომ იპნ-ზე წაიკითხე ვიღაცის ნათქვამი ვიღაცისთვის, აი, კონკრეტულად შენ ვინ გითხრა? მილიონი დოლარი ზურას თუ უპოვეთ, მეც მითხარი, იმიტომ რომ იმედია, მეგობრულად რამეს მოიფიქრებს...

 

თქვენი შემომწირველები ვინ არიან დღეს? გაიცემა დიდი რაოდენობით პრემიები, რომლებიც აკეთებენ შემოწირულობებს, თქვენი შემომწირველი არის კახა კალაძის ბანკი და თქვენ რა დაფინანსებაზე და შავ ფულზე ლაპარაკობთ საერთოდ, როცა ერთი ოლიგარქის დაფინანსებული შავი ფულით ხართ მოსული?..", - თქვა პავლე კუბლაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !