მსოფლიო ჩემპიონატი - ადამიანური ისტორიები, რომლებიც შეგძრავთ

Image

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში უკვე აღინიშნა საინტერესო და დასამახსოვრებელი, სულისშემძვრელი და უბრალოდ, ადამიანური ისტორიებით. დღეს ორ მათგანზე მოგიყვებით.

 

როგორც წესი, შეხვედრის დაწყებამდე სრულდება მატჩში მონაწილე ნაკრებ გუნდთა ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნები. თავდაპირველად გულშემატკივრები გააოცეს ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა, როცა ჰიმნის მოკლე ვარიანტის დასრულების შემდეგ თავიანთი ჰიმნის შესრულება მუსიკის გარეშე გააგრძელეს. მოგვიანებით მათ მიბაძეს ფრანგებმა და ჩილელებმა. ამასთან, ფრანგებს სხვა არჩევანი არც ჰქონდათ, რადგან ხმის გამაძლიერებლებში "მარსელიოზა" ვერ ჩართეს. 

 

ყველა გააოცა ივუარელმა სერეია დიმ, რომელიც პირდაპირ ჰიმნის შესრულების დროს აქვითინდა. თანაგუნდელები მის დაწყნარებას ცდილობდნენ, მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ივუარელმა ფეხბურთელმა მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო და ამიტოამაც ატირდა. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და სერეია დის ცრემლების მიზეზი ქვეყნის გახსენება იყო.

 

ურუგვაი-ინგლისის მატჩის გმირმა ლუის სუარესმა გულშემატკივრებს თავი არამარტო გოლებით, არამედ ადამიანობითაც დაამახსოვრა. "როიტერმა" გადაიღო ფოტო, სადაც ფეხბურთელი, გოლის გატანის შემდეგ გუნდის ფიზიოთერაპევტს ეხვევა და სიხარულს ასე აღნიშნავს.

 

მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატს ტრიბუნიდან, სხვადასხვა დროს, უამრავმა ტრამვირებულმა ფეხბურთელმა მიადევნა თვალი, მათი დიდი სურვილის მიუხედავად, ყოფილიყვნენ მოედანზე. შესაძლოა, ლუის სუარესიც მათ შორის ყოფილიყო, რომ არა ნაკრების ფიზიოთერაპევტი ვალტერ ფერეირა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე მიღებული ტრამვის გამო, სათუო იყო სუარესის მონაწილეობა ჯგუფურ ტურნირში.

 

მეტიც, გათვლების მიხედვით, ის გუნდს მეოთხედფინალამდე ვერ უნდა დახმარებოდა, მაგრამ მძიმე ავადმყოფმა ფიზიოთერაპევტმა ფერეირამ, რომელსაც ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, შეუძლებელი შეძლო და სუარესი არათუ ფეხზე დააყენა, არამედ მის მშვენიერ ფორმაზეც იზრუნა. სწორედ ამიტომ, როცა ურუგვაის ნაკრები სრული შემადგენლობით, ნეტარი ღიმილით სახეზე, გასახდელში გამარჯვებას აღნიშნავდა, სუარესი თავისი გადამრჩენელისთვის მადლიერებით გამსჭვალულ ვიდეომიმართვას წერდა.

 

მოამზადა ლაშა ბერულავამ

 

ფოტოებზე: სერეია დი და ლუის სუარესი ნაკრების ფიზიოთერაპევტთან ერთად;

 

ვიდეოზე ბრაზილიის ნაკრების მიერ მუსიკის გარეშე შესრულებული სახელმწიფო ჰიმნი

fifa-suares.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !