25 წლის ქერა, ცისფერთვალება ბრაზილიელმა მაქსმა 10 ოპერაცია გადაიტანა, რომლებშიც 3000 დოლარზე მეტი დახარჯა. ერთადერთი მიზანი ჰქონდა - დამსგავსებოდა ჩვეულებრივ კორეელ ბიჭს. დაირქვა ზაიანი და ახლა კმაყოფილია შედეგით.
''სულ არ მეშინოდა ოპერაციების. იმის შიში მქონდა, რომ პლასტიკა ისეთ ეფექტს ვერ მომცემდა, რაც მინდოდა''.
ახლა ყოველდღე იკეთებს შავ კონტაქტურ ლინზებს და თმას შავად იღებავს, რომ საოცნებო სახეს შეეფერებოდეს. სხვა ადამიანების კრიტიკას კი არად აგდებს, ამბობს, რომ ოცნება აისრულა.