მაშველები მდინარე ალაზანში 11 წლის მოზარდს ეძებენ. სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი 15 წლის მეგობართან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, როდესაც ის მდინარემ გაიტაცა.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. 11 წლის მოზარდს მყვინთავები ამ დრომდე ეძებენ.