-
2014-06-19 18:53
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ახალი მრჩევლის დანიშვნის შესახებ. ამ თანამდებობას თენგიზ ფხალაძე დაიკავებს, რომელიც 2008 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს.
თენგიზ ფხალაძე არის აშშ-ს ატლანტიკური საბჭოსა და ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) წევრი. სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი.
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30