
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, გამთენიისას, მის კორპუსთან ახალგაზრდა გასისხლიანებული ბიჭი პრემიერმინისტრის დაცვის მიმართულებით იგინებოდა.
ამის შესახებ თარგამაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"რაღაც ცუდი ამბავი ხდება მოსაშვილის ქუჩაზე. ათიოდე წუთის წინ მთლად გასისხლიანებული ბიჭი იდგა ჩემი კორპუსის კუთხეში და ჰაკიმის დაცვის მიმართულებით იგინებოდა, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს, სწორად მათ გაასისხლიანეს.
იქვე მოსული პატრული ბიჭს ამშვიდებდა და ნაჭრებით სისხლს წმენდდა. პატრულმა ის მოშორებით, ორი კორპუსით იქით გადაიყვანა. ამჟამად იქ დგას პატრულის ორი მანქანა, ერთი, ვფიქრობ, პოლიციის მანქანა და ერთიც, ალბათ, ამ ბიჭის გულშემატკივრების.
პერიოდულად ისმის ბიჭის ბღავილი, ასევე ქალის ხმა: არ დაარტყათ. ზუსტად, რა ხდება, აქედან ვერ ვარკვევ. თუ ვინმე უფრო ახლოს ცხოვრობთ ამ ადგილთან, ეგებ გადაიღოთ".-წერს გივი თარგამაძე.