
თბილისში, თამარ მეფის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ქალი გარდაიცვალა. როგორც საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოში აცხადებენ , შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდთან მოხდა.
ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ქალი გარდაიცვალა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდაცველები მუშაობენ.