
21 წლის ბექა გოგიტიძის ძებნა ოჯახმა 17 ივნისიდან დაიწყო - მას შემდეგ, რაც მან ტურქეთიდან საქართველოს მიმართულებით საზღვარი გადმოკვეთა, შეყვარებულს დაუკავშირდა და მისი კვალი დაიკარგა.
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში მცხოვრები გოგიტიძე თურქეთის ერთერთ ბარში მიმტანად მუშაობდა, მამიდასთან ერთად. ის ამავე სოფელში გასული წლის 7 აგვისტოს დაკარგული დარეჯან დიასამიძის მეზობელია.