-
2014-06-18 23:47
ტვ "ტაბულას" გადაცემაში "მძიმე კაცთან", მომღერალმა სტეფანემ წამყვანის შეკითხვაზე, რომელი საუნდტრეკი მოუხდებოდა საქართველოს დღეს, განაცხადა, რომ ეს იქნებოდა "ო, ეს ეკლესია რა დიდებულია..."
სტეფანეს თქმით, ევროპისგან საქართველომ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, ხოლო იმაზე, თუ რა შეუძლია მისცეს, განაცხადა, რომ ქართული ხალხური სიმღერების გარდა არაფერი ახსენდება. სტეფანემ სხვა შეკითხვებზეც უპასუხა, მაგალითად, უარყოფითი პასუხი გასცა შეკითხვას, მართლაც ესწრებოდა თუ არა მიშა "ქეთო და კოტეს" რეპეტიციებს და ერეოდა თუ არა მის მსვლელობაში: "არა, ეს სიცრუეა, არასდროს, რეპეტიციაზე, მე იქ მიშა არ მინახავს", - თქვა მომღერალმა.
სტეფანეს თქმით, ახალი სიმღერები დაწერილი აქვს, მაგრამ ურჩევნია, სახლში მოამზადოს კომპოზიციები და საჯაროდ ჯერ არ გამოიტანოს, რადგან "წარუმატებლობის ეშინია".