
უმრავლესობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რადარებიდან გაქრობის შესახებ, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე გამოეხმაურა და ირაკლი ღარიბაშვილს რჩევა მისცა.
„რადგან არჩევნების შემდეგ მეტი საქმე აღარ დაგრჩათ, გარდა იმის მტკიცებისა, თუ როგორ გავედით ნაციონალები არა მე-2 ადგილზე, არამედ მე-3, მე-4, მე-5 და ა.შ.
საინტერესო იდეას გთავაზობთ:
მოდით ახლა ნაციონალები აგვწონეთ, შედეგი გაყავით ჩვენივე ფეხის ზომების საერთო ჯამზე და ბოლოს გამოითვალეთ მიღებული რიცხვის ხვედრითი წილი დედამიწის მასასთან შეფარდებით.
იქნებ ეგრე მაინც გავქრეთ რადარებიდან.
ჩვენს წონებს და ფეხის ზომებს მოგაწვდით.
კალკულატორი თუ არ გაქვთ, მდივანს გასძახეთ.
აბა ჰე, შეუდექით!", - წერს ხაჩიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.