
თბილისში პარლამენტის შენობის რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება. ამის დასტურად სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მიმდინარე სამონტაჟო სამუშაოებია ასახული.
კადრებებში ჩანს სხდომათა, რუსთაველის და ჭავჭავაძის სახელობის დარბაზები, ასევე ბიუროს ოთახი, სადაც რემონტი თითქმის დასრულებულია.