"მეორე ტურისთვის გავაქტიურდეთ და არ დავუშვათ, ჩრდილი მიადგეს ჩვენს საერთო გამარჯვებას"

Image

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მეორე ტურის მშვიდ გარემოში ჩატარებას, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

 

მისი თქმით, ცესკო-ს პირველადი მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობენ. 

 


"ქართული ოცნების" კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობენ, მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც მეორე ტური დაინიშნა, პრაქტიკულად, საკრებულოში უმრავლესობა ჩვენი წარმომადგენლები არიან - 1049 მაჟორიტარული მანდატიდან 811 დეპუტატი გაიყვანა "ოცნებამ", არჩეული 128 ადამიანი საინიციატივო ჯგუფის სახელით გავიდა", - განაცხადა კახა კალაზემ. 

 


მისივე განცხადებით, ჯამში, ოპოზიციური პარტიების არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა შეადგენს 238-ს, საიდანაც მხოლოდ 64-ია მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზიის მქონე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი.

 


"მაჟორიტარული და სიით შემადგენლობის ჩათვლით, ქვეყნის მაშტაბით "ქართულმა ოცნებამ" 1400-მდე მანდატი მოიპოვა. დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის მაჩვებებლია ის, რომ არჩევნების მეორე ტურში ლიდერ პოლიტიკურ ძალას 6 ოპოზიციური პარტია დაუპირისპირდება. 15 ივნისის არჩევნები არის რეალური თვითმმართველობის ხალხისთვის გადაცემის დასაწყისი", - განაცხადა კალაძემ. 

 


მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატების შეფასება. 

 


"საერთაშორისო საზოგადოებამ დადებითად შეაფასა არჩევნები, საელჩოების მიერ გავრცელებული გაცხადების თანახმად, 15 ივნისის არჩევნები თვითმმართველობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მეორე ტურის მშვიდ გარემოში ჩატარებას. მადლობა ყველა ამორჩეველს, ვინც დააფიქსირა თავისი არჩევანი. მეორე ტურისთვის გავაქტიურდეთ და არ დავუშვათ, რომ ჩრდილი მიადგეს ჩვენს საერთო გამარჯვებას", - განაცხადა კალაძემ. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !