 
 
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირველი საჩივარი დაფიქსირდა. შენიშვნები ბათუმის #66-ე უბანზე დამკვირვებლებმა გამოთქვეს.
დამკვირვებლების განცხადებით, საარჩევნო უბანი 07:00 საათის ნაცვლად, 06:45 საათზე გაიხსნა. შენიშვნებს კომისიის თავმჯდომარე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მომხდარში განსაკუთრებული კანონდარღვევა არ იკვეთება.
„ყველა პროცედურა რომ მომესწრო 08:00 საათამდე, ხუთი წუთით ადრე გავაღე საარჩევნო უბანი“,- განმარტავს საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე.
 
	   	 
	   	 
	   	 
	   	 
	   	 
	   	 
	   	