
"იმედის" დაკვეთით ეგზიტპოლებს თბილისის მასშტაბით კომპანია "ეისითი" ჩაატარებს. "იქნება პროპორციული სიები და მერობის კანდიდატები. პირველადი შედეგი კი "ქრონიკის" რვასაათიან გამოშვებაში გამოცხადდება", - განაცხადა ბაია ცანავამ.
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გიორგი ლაფერაშვილის განცხადებით კი, ტელეკომპანიის დაკვეთით, 7 თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში ეგზიტპოლებს ორგანიზაცია GFK ჩაატარებს.
მისივე თქმით, ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგი დღეს, 20:00 საათზე გამოცხადდება.