-
2014-06-13 23:13
ტვ „იმედის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ საუბრის დროს გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის ნებით, ორი დღის წინ გაიცა ლიცენზია საყდრისში 7.000 კგ ოქროს მოპოვებაზე.
გუგავას განცხადებით, ის, რომ საყდრისს ისტორიული ძეგლის სტატუსი მოეხსნა და იქ ოქროს მომპოვებელი კომპანია მუშაობს, ივანიშვილის პრემიერობისდროინდელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ხელი პირადად მან მოაწერა.
„და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოხდება უფასოდ, ის კომპანია ერთ თეთრსაც არ შეიტანს ბიუჯეტში, რადგან ასეთია მილიონერთა კლუბის გადაწყვეტილება. იგივე კახა კალაძეს, რომელიც 18 ჰესის მფლობელია, არ აძლევს ხელს ტარიფის კლება, რადგან ეს არ შედის მის ინტერესებში“, - აღნიშნა გუგავამ.