მთავრობისა და ოპოზიციის კანდიდატებმა სასამართლოზე ერთიდაიგივე მოწმეები მიიყვანეს

Image

გუშინ, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბლოკის "ქართული ოცნება" ლანჩხუთის გამგებლობის კანდიდატის, ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულ ზაზა ურუშაძის  რეგისტრაციის გაუქმების საკითხს განიხილავდნენ, რასაც „პატრიოტთა ალიანსის" ლანჩხუთის გამგებლობის კანდიდატი ბარნაბ (ბორის) ჭყონია ითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ „გურიანიუსი“ ავრცელებს.

 

 

პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაირკვა, რომ ჭყონიას მიერ სარჩელში დასახელებული მოწმეები, ზაზა ურუშაძის მოწმეებად გამოვიდოდნენ, რაც „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა ზეწოლად შეაფასეს.

 

დარეჯან ბაღდავაძემ, "გურია ნიუსის" კითხვაზე როგორ აღმოჩნდა ის ურუშაძის მოწმედ, როცა ჭყონიას ჰყავდა დასახელებული, მხრების აჩეჩვით უპასუხა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჭყონიას მოწმე _ მზევინარ ქანთარია სასამართლოს შესასვლელში ტიროდა.  გამოცემის მიერ დასმულ კითხვაზე - ხომ არ ჰქონდა მასზე ზემოქმედებას ადგილი, ქანთარიამ უპასუხა რომ _ არა.

 

სასამართლომ ურუშაძის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანისას აღნიშნა, რომ ბრალდების დასამტკიცებლად, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ეხებოდა, საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.

"გურიანიუსი" 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !