
რუსთავში კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. ამ დრომდე წყალდიდობაა ცენტრალურ ქუჩებში, რაც სანიაღვრე სისტემების მოუწესრიგებლობამ განაპირობა.
დატბორილია მესხიშვილის ქუჩა, ასევე მიმდებარე ქუჩები, წყლამა მოსახლეობის საცხოვრებელი კორპუსებისა და სახლების პირველი სართული დატბორა, მსუბუქი მანქანები ვერ გადაადგილდებიან, ქალაქში მოძრაობენ საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.