როგორ თაღლითობენ ბენზინგასამართ სადგურებში, როცა გეუბნებიან: „ცოტა წინ წაწიე მანქანა...“

Image

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებლები სხვებს აფრთხილებენ, რომ რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურში თაღლითობენ და ამ თაღლითობის მეთოდს აღწერენ. 

 

ფოტო და ვიდეომასალის არარსებობის გამო, „აფხაზეთის ხმამ“ კონკრეტული კომპანიების დასახელებები ამჯერად სტატიიდან ამოიღო, თუმცა, თაღლითობის პრევენციის მიზნით ავტომანქანების მფლობელებს, თვითმხილველებზე დაყრდნობით, დაწვრილებით აღუწერს თაღლითობის ფორმას.

 

ამასთან, უახლოეს დღეებში ბენზინგასამართი სადგურების ჩვენეული შემოწმების შედეგებს წარმოგიდგენთ.

 

თაღლითობის მეთოდი ასეთია: ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი წინასწარ, საწვავის ჩასხმამდე ინტერესდება, გინდათ თუ არა ჩეკი. თაღლითური სქემა მოქმედებას იწყებს თქვენი უარისთანავე.

 

თანამშრომელი ცდილობს, თქვენი თვალთახედვის არეში არ მოხვდეს ელექტრონული დაფა, სადაც მას ხელით შეჰყავს მონაცემები. ამიტომ გეუბნებათ: „წინ წასწიეთ მანქანა“. თქვენც, იმაში დარწმუნებული, რომ ეს მოთხოვნა ავზთან ჩამოსასხმელი აპარატის მისაწვდომობით არის განპირობებული, ასრულებთ მის მოთხოვნას, რის შემდეგაც ელექტრონულ დაფას, სადაც მონაცემები თანამშრომელმა უნდა შეიყვანოს, ვეღარ ხედავთ.

 

ამის შემდეგ ყველაფერი თანამშრომლის პატიოსნებაზეა დამოკიდებული, რაც, ხშირ შემთხვევაში, საეჭვო ხდება: თუ თქვენ, ვთქვათ, 30 ლარის საწვავი გნებავთ, მას შეუძლია, მონაცემებში ნაკლები, ვთქვათ, 20 ლარი მიუთითოს.

 

შესაბამისად, ის ჩაგისხამთ 20 ლარის საწვავს, ამობეჭდავს 20 ლარის ჩეკს, რომელიც თქვენ არ გჭირდებათ. თქვენ მიდიხართ. ყველაფერი კანონიერად გამოიყურება, იმის გარდა, რომ თქვენს ავზში 10 ლარით ნაკლები საწვავი ასხია, ხოლო თანამშრომელმა ამ კონკრეტული ოპერაციიდან, თქვენი დაუდევრობის წყალობით, 10 ლარი ჩაიჯიბა.

 

ახლა ვნახოთ, როგორ აღწერენ ამ კონკრეტულ შემთხვევებს სხვადასხვა დასახელების საწვავის მომხმარებლები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამჯერად კონკრეტული კომპანიების დასახელებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა, სამართალდამცავების ან თვითონ კომპანიების შიდა მონიტორინგის დაინტერესების შემთხვევაში, მათ დეტალურად წარვუდგენთ დასახელებებს.

 

როგორც ჩანს, უმრავლეს შემთხვევაში, თაღლითობის მსხვერპლი ქალები ხდებიან:

 

„რამდენიმე წუთის წინ, ****  *****-ზე (მითითებულია ადგილმდებარეობა, - რედ.) საწვავის ჩასასხმელად გავჩერდი. ოპერატორმა 3-ჯერ მიმაწევინა მანქანა წინ. იმდენად წინ "გამწია", ვიფიქრე, როგორ უნდა მისწვდეს-თქო ჩასასხმელად.

 

მივეცი 20 ლარი. მკითხა 20-ისო? ვუპასუხე - დიახ. იმდენად წინ ვიყავი, არ ჩანდა, რას და რამდენს ასხამდა. გადავყავი კარგად თავი და დავინახე რომ 20 ლარის ნაცვლად 15 ჰქონდა მითითებული.

 

რას აკეთებთქო რომ ვკითხე, დაიბნა. რა 15-ს ჩავასხამდი და 5-ს დაგიბრუნებდიო. აი, თურმე რისთვის გამაწევინა მანქანა ასე წინ. რაც საჭირო იყო კი ვუთხარი, მაგრამ ჩემი და არამარტო ჩემი სახით, ამ თაღლითობისთვის მომხმარებლები დაკარგეთ.

 

ეს არის თაღლითობა და დანაშაული. აღნიშნული პოსტი "******"-ის (დასახელებულია კომპანია, - რედ.) გვერდზეც დავდე, თუმცა გააქრეს!!!“.

 

ამ სტატუსს სხვა ინტერნეტმომხმარებლები გამოეხმაურნენ:

 

„იგივე დამემართა მეც „*****“-ში (დასახელებულია კომპანია, - რედ.), 100 ლარიდან 90 ლარის ჩამისხეს ასე "წინგაწეული" მანქანით“;

 

„ჩემმა ახლობელმა ბაკი გამივსეო უთხრა და ოპერატორმა რომ გაუვსო, 90 ლიტრის საფასური მოთხოვა ამდენი წავიდაო და ეს გადაირია, 80 ლიტრიანი ბაკი მაქვს და 90 როგორ ჩავიდაო, თან სულ ცარიელი ბაკითაც ხო არ მივიდოდა“;.

რედაქტორის რჩევით

პარლამენტში შესაძლოა, ორი კომიტეტი გაუქმდეს

2020-05-26 13:57
პარლამენტში კომიტეტების რაოდენობა 15-დან 13-მდე შესაძლოა, შემცირდეს. ამის შესახებ რეგლამენტში...

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს - საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ

2020-05-26 13:08
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სალომე სამადაშვილი - ბატონ გახარიასთან უამრავი შეკითხვა გვაქვს

2020-05-26 12:57
ბატონ გახარიასთან უამრავი პოლიტიკური შეკითხვა გვაქვს, რაც ეხება იმას, რომ საქართველოს დღევანდელი...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.4801
0.0000
100
RUB
 - 
4.4615
0.0000
1
USD
 - 
3.1916
0.0000