
ბესო მახარაშვილი და ანრი ჯოხაძე ასკვნიან, რომ "ნიჭიერის" კონკურსანტმა ამალია ჯიბლაძემ სცენაზე გამოსვლისას ფონოგრამაზე იმღერა და ამავდროულად, ითვალთმაქცა კიდეც, რის გამოც მას ანრი ჯოხაძე "ჩვეულებრივ აფერისტად" მოიხსენიებს.
ბესო მახარაშვილმა დაწერა: „ამალია ფონოგრამაზე მღერის თუ მეჩვენება? ბევრჯერ გადავახვიე, კადრი და ხმაც შევანელე, მაგრამ მგონი არ მეჩვენება. პრინციპში ბევრი მომღერალი მყავს მეგობრებში და ისინი უფრო მიხვდებიან“.
ანრი ჯოხაძე: „სრული სიმართლეა !!! ამალია ჩვეულებრივი აფერისტია , არა იმიტომ რომ ფონოგრამაზე მღერის, არამედ იმ თვალთმაქცობისთვის როგორც ითამაშა მთელი ქვეყნის ემოციებზე“.
ანრი ჯოხაძეს ისევ ბესო მახარაშვილმა უპასუხა: "ეს ამალიას დანაშაული არ არის, ჩვეულებრივი პროვინციელი ქალია და რაც უთხრეს ისე მოიქცა. ჯერ ია ფარულავას ისტერიკამ შემაშფოთა და დამაეჭვა Black Moon".
ანრი ჯოხაძე: „მგონი ჩვეულებრივად გვაჭამეს ამალია... მაკააააარრრრ მოგვატყუეს მაკაააარრ!!! ჟიური მეთქი Ia Parulava Nanuka Zhorzholiani ნეტა ერთი რა გატირებდათ? ვერ ვიჯერებ, myvideo-ზეც გადავახვიე და ფაქტი უტყუარია“.