-
2014-10-28 19:31
როგორც მომღერალი აცხადებს, მას არ მოსწონს, რომ ლიზას სტატუსები ხშირად იქცევს ყურადღებას და შვილთან ყოველთვის აქვს ამ თემაზე საუბარი.
„მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამას - ადამიანის ცხოვრებაში დგება ასაკი, როცა სჭირდება თვითდამკვიდრება, საკუთარი აზრის დაფიქსირება, გამოხატვა და ეს ყვალაფერი გარდატეხის ასაკის ბრალია.
უნდა მივიღოთ მშვიდად და დავეხმაროთ მშობლები თინეიჯერებს ამ პერიოდის გადალახვაში.
რაღაცებში უნდა ჩავერიოთ, რაღაცები ჩვენც უნდა დავუთმოთ. მე და ლიზა ბევრს ვსაუბრობთ, ხვდება, რასაც ვეუბნები და იაზრებს მის საქციელს, ჩემს პოზიციას.
ბავშვს მშობელი იმისთვის სჭირდება, რომ გვერდით დაუდგეს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აჭამოს და ლამაზად ჩააცვას.
რაღაცები ჩვენც უნდა დავთმოთ, მივუტევოთ და ისინიც ისწავლიან იგივეს,“ - აღნიშნა მაია ჯაბუამ.
„რეიტინგი“