
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი მონაწილე, „მისტერ ვალენტინი“ - თორნიკე ტყემალაძე დასასვენებას მილანში არჩევს, რადგან გასართობად იქ უფრო კარგი აურაა.
„ზაფხულში კლუბური ცხოვრება მომწონს, ზამთარში - უფრო დახურული ფართები სხვადასხვა ადგილას.
არ მიყვარს რესტორნებში სიარული და მამა-პაპური სადღეგრძელოები. ბოლო 3 წელია, ზაფხულობით მილანში მივდივარ, იქ უფრო კარგი აურაა გასართობად.
არავინ გიყურებს გამადიდებელი შუშით, არავინ გაკონტროლებს. რაც შეეხება თბილისურ ღამის კლუბებს, რაღაც მომენტში კი, მაკომპლექსებს.
აქ სვამენ, რომ დათვრნენ და არა იმიტომ, რომ ხასიათზე მოვიდნენ.
გარეთ ლუდს და არაყს ყიდულობენ სამ ლარად, მერე გალეშილები შედიან კლუბში.
მერე ვიღაც კაი ბიჭის დაიკო აღმოჩნდება, ვისაც ეცეკვები ან თითონ გეცეკვება და ბოლოს შარში „იჩითები“. ანუ, ბოლომდე თავისუფლად ვერ ერთობი“, - აცხადებს თორნიკე ტყემალაძე.
„თბილისელები“