-
2014-10-27 14:13
როგორც მომღერალი თათია გიორგობიანი ამბობს, დაოჯახების გადაწყვეტილება მის ნაცვლად მომავალმა მეუღლემ მიიღო.
თავად კი დროებით შემოქმედებითი პაუზა აიღო, რადგან 2 შვილს ზრდის და საკმაოდ საინტერესო სამსახური აქვს.
„მყავს მეუღლე, რომელიც საოცრად კარგი მამა და ქმარია. ჩვენ ჯერ მეგობრები ვართ და მერე უკვე - სხვა დანარჩენი.
თუ ურთიერთობაში არ არის გაგება, დათმობა, აზრების გაცვლა, არაფერი გამოვა. ზოგადად, ქორწინების პირველი წელი ცოტა რთულია, მაგრამ ჩვენ გადავლახეთ.
გათხოვების გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. ლუკას რომ არ გადაეწყვიტა, მე დიდხანს ვიფიქრებდი.
არაერთხელ უთქვამს, თათიას ვინ ჰკითხავს, ამისთვის რომ მეცადა, ისეთი „რაჭაა“, ვერ გადაწყვეტდაო“, - განაცხადა თათია გიორგობიანმა.
„თბილისელები“