
მომღერალი მუსიკალური შოუს „ბრავოს“ სუპერფინალში გავიდა. მისი ლობისტები შოუში პატარა მსახიობები ქეთა ორბელაძე და გიორგი ბარბაქაძე არიან.
„ბავშვების ფოტო რომ ამოვიღე, შემეშინდა, დავიბენი.
იმ მომენტში ვერ გავიაზრე, რომ ამ ბავშვებს ძალიან ბევრი სიგიჟისა და არაორდინარული რაღაცეების გაკეთება შეეძლოთ.
თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ გამიხარდა. თან, მალევე გავაანალიზე, რომ მთელი საქართველო უყურებს ამ ბავშვებს, სუპერპოპულარულები და ძალიან მაგრები არიან.
რომ გავაანალიზე, მივხვდი, მათთან ერთად შეიძლებოდა, ძალიან კარგი შოუ გაგვეკეთებინა. უფრო მეტი შემართებით ვიყავი, იმედიანად. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს.
მომღერალზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ უკვე რამდენიმე შოუ გავიდა და გამოჩნდა, რომ ლობისტების წვლილი ძალიან დიდია“, - განაცხადა სალომე ტეტიაშვილმა.
„თბილისელები“