-
2014-10-27 13:14
„მის საქართველო 2011“ ერთწლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მშვენიერი საჩუქარიც მიიღო.
„მყავს ახალი ავტომობილი. მამამ მითხრა, ავად რომ იყავი, ისეთი ამბები გადაიტანე, იმსახურებო.
სერიოზული რამე კი არ მჭირდა, უბრალოდ, დიდი სტრესი მქონდა, რადგან, უცბად სულ სხვა სიტუაციაში მოვხვდი.
ჩამოსვლიდან მესამე დღეს მომიყვანა, ძალიან გამიხარდა. პირველი მანქანა ძალიან მომწონდა, ჩემი არჩეული იყო და მიყვარს, მაგრამ, ახლა უფრო დიდი და მასიური ავტომობილი მინდოდა.
„პრადო“ ძალიან მომწონდა და მამამაც მაჩუქა.
მოვიხდინე, მოვირგე და წყნარად, „დასტოინად“ დავდივარ, არაფრის შიში არ მაქვს, დაცული ვარ, თან, ცელქობის უფლებასაც არ მაძლევს“, - აღნიშნა ჯანეტ ქერდიყოშვილმა.
„თბილისელები“