
როგორც მომღერალი ამბობს, დედამ ისე გაზარდა, რომ არაფერი აუკრძალავს, თუმცა 15 წლის ასაკში სალომემ ღამის კლუბში წასვლა მოინდომა და მშობლისგან კატეგორიული უარი მიიღო.
„15 წლის ვიყავი, მეგობრებთან ერთად, ღამის კლუბში მინდოდა წასვლა.
მოგეხსენებათ, თუკი ბიჭები ან ვინმე უფროსი ადამიანი არ მოგყვება, კლუბში გოგონების წასვლა ცოტათი საშიშია.
დედის მიმართ პროტესტის გრძნობა პირველად მაშინ გამიჩნდა, როცა კლუბში წასვლა ამიკრძალა და ამას ჩხუბიც მოჰყვა.
საერთოდ, ისე გამზარდა, რომ მანამდე არაფერი აუკრძალავს“, - აღნიშნა მომღერალმა.
„გზა“