-
2014-10-22 23:20
მსახიობი ია ფარულავა აცხადებს, რომ წელს როგორც „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი, მაყურებელს ახალს არაფერს უმზადებს.
„გენაცვალე, ვეღარ გავთხოვდები მეორედ და ფულებსაც აღარავის ჩავუკუჭავ ტრუსებში.
სხვათა შორის, ძალიან ბევრს ითხოვთ ქართველი ჟიურის წევრებისგან. ამერიკულ „ნიჭიერს“ რომ ვუყრუებ, იქ ჟიური შოუსთვის არაფერს აკეთებს და მაინც მილიონებს უხდიან.
ამბობენ, მხოლოდ ფრაზებს, „ძალიან მომეწონე“, „ძალიან ნიჭიერი ხარ“, „წარმატებებს გისურვებ“.
ეტყობა, ჩვენ მიგაჩვიეთ შოუს ყურებას. ასე არაა, გენაცვალე. კონკურსანტზე ბევრია დამოკიდებული, უნდა აგაყენოს სკამიდან და აგიყვანოს სცენაზე“, -აცხადებს ფარულავა.
„რეიტინგი“