
მომღერალი ნინა წკრიალაშვილი პეტრე მამრაძის ინტერვიუმ გააღიზიანა, რომელშიც მან მომღერალი მიხეილ სააკაშვილის საყვარელ ქალად მოიხსენია.
„ეს გადაცემა თავიდან ბოლომდე დეზინფორმაცია იყო. რომ ვუყურებდი, მეგონა მეჩვენებოდა.
რაც შეეხება იმას, რომ მიშას გოგო მიწოდა, რა თქმა უნდა, მძაფრი რეაქცია მქონდა. მიშას გოგო რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გაიგებდა ყველა და საერთოდ, ეს არის მითები, რომლებიც პრეზიდენტის გარშემო იქმნებოდა. მიშას სად ეცალა ამდენი ქალისთვის. დამიჯერეთ, რაც მე მინახავს, აქეთ ეხვეწებოდა და ახტებოდა ყველა...
ის, რომ მისი გოგო ვიყავი, არის აბსურდი! ამ გადაცემის ნახვის შემდეგ პეტრე მამრაძეს დავურეკე. არადა, ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია. ყოველთვის ვფიქრობდი, ვისაც რა უნდა, ის თქვას-მეთქი. მასთან კითხვები გამიჩნდა.
ვკითხე, ბოლო 10 წელი რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა. შემდეგ – ვინ იყო კულტურის მინისტრი. მიპასუხა, არ მახსენდებაო. მერე მე ვკითხე, დეზინფორმატორი ხართ თუ დებილი-მეთქი. რას მკადრებთო, მითხრა. თქვენ როგორ მკადრებთ იმას, რაც რეალურად არ იყო-მეთქი.
ისიც ვკითხე, რა იცოდა, მე რა ურთიერთობა მქონდა ქვეყნის პირველ პირთან. ჩემსა და მიშას შორის რამე რომ ყოფილიყო, დამიჯერეთ, ვიტყოდი. ჩემს ცხოვრებაში არასდროს არაფერი დამიმალავს და არც ამას დავმალავდი. მიშა არის პოლიტიკოსი, რომელმაც დანგრეული ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია და ამისთვის, მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები“, - განაცხადა წკრიალაშვილმა.
„სარკე“