-
2014-10-21 23:39
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში დაპირისპირება ადვოკატ რომეო საჯაიას განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც სტუდიაში მყოფ თარხან გასვიანის წარსულზე ისაუბრა.
საჯაიას თქმით, გასვიანი ყოფილი კრიმინალი და ნარკოდამოკიდებული იყო.
„მამამისი თორნიკე გასვიანი შემოწმებული იქნა ნარკოტიკულ ტესტზე და ამოუვარდა ნარკოტიკული თრობა, რის გამოც გარიცხეს „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამის შემდეგ ამ ადამიანებმა დაიწყეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.
შეიძლება ოჯახის პირადი ტრაგედიაა და არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ნარკოტიკული თრობის დროს ბიძამ ბებიამისი მოკლა სახლში“, - განაცხადა საჯაიამ, რასაც თარხან გასვიანის გაღიზიანება მოჰყვა და მან რომეო საჯაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„დანარჩენ ხალხს 20-20 ლარს ხომ მისცემენ, ამას ალბათ, 40 ან 100 ლარს მისცემენ, იმდენი მოიგონა“, - აღნიშნა გასვიანმა, რასაც საჯაიას რეპლიკა მოჰყვა, რომ გასვიანი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშაა ახლაც და მისი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაყვანა მოითხოვა.
„შენ სად უნდა წამიყვანო შე ავადმყოფო. წამოვალ და ფეხებით დაგკიდებ, ეგრე რომ არ იყოს შე ავადმყოფო“ - დასძინა გასვიანმა. საჯაიას შეძახილს „თქვენ ხართ კრიმინალები და 10 თვის ბავშვის მკვლელები“, დარბაზის გაღიზიანება და მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დარბაზში მყოფი დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
სიტუაცია საქმეში ტელეკომპანიის დაცვის სამსახურის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.