-
2014-10-21 23:09
მომღერალი თვლის, რომ რომ გააზრებულ ასაკში გახდა დედა და რაღაც საკითხებს სხვანაირად უყურებს.
„28 წლის ასაკში მეტად გამოცდილი ხარ, ვიდრე 16 წლის ასაკში, მეტად დაჭკვიანებული, რაღაც საკითხებს სხვანაირად უყურებ.
შვილის გაჩენას ხომ სხვა შეხედულებები და ფასეულობები მოაქვს. ფასეულობები გადავაფასე და რაღაცებს სულ სხვანაირად დავუწყე აღქმა. ხასიათი არ შემცვლია. 17 წლის რაც ვიყავი ტიპაჟურად, იგივე ვრჩები. ტვინში დიდი ცვლილება ხდება.
რომ აჩენ, თავიდან ვერც აცნობიერებ, რომ შენი შვილია. მერე დღითი დღე აცნობიერებ. რომ ვიმშობიარე, სტრესი და შოკი მქონდა, ბავშვი ვერ აღვიქვი. დილით რომ მომიყვანეს და დავხედე, მივხვდი, რომ ჩემი ყველაზე ახლობელი, ჩემი ნაწილი იყო.
ბუნებრივად რომ იმშობიარებ, ღამე არ გძინავს, ნერვიული ხდები. სტრესია. ყველას ერთნაირი ბუნება არ აქვს. მე მყარი ფსიქიკა მაქვს. ვინც გააჩინა და სახლშია, მათგან გამიგია, რომ მეტად დასტრესილები არიან. მე სამსახურმა მიშველა.
ბავშვები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ახლა გამძაფრებულად. მათხოვარ ბავშვს რომ ვხედავ, ძალიან ცუდად ვხდები. როცა ვიგებ ავად არიან და პრობლემა აქვთ, მძაფრად მოქმედებს. ეს განცდები დედობამ მომიტანა“, - აცხადებს ნინი ბადურაშვილი.
http://primetimenews.ge/