
სახელმწიფოს მეთაურების მეორე ნახევრებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავების საყვარელი მოდელიერი 82 წლის იყო.
ოსკარ დე ლა რენტას გარდაცვალებასთან დაკავშირებთ ერთ–ერთმა უცხოურმა სააგენტომ დაწერა, რომ სამყარო თითქოს გაუფერულდა.
ელეგანტური მოდის ფუძემდებლის კაბებით თავს იწონებდნენ – ჯეკი კენედი, ჯენიფერ გარდნერი, ნენსი რეიგანი, ჰილარი კლინტონი.
ერთ–ერთ საღამოზე რენტას კაბით გამოცხადდა მიშელ ობამა. ჯორჯ ქლუნის ცოლმა ამალ ქლუნიმ თავისი საქორწინო კაბა სწორედ დე ლა რენტას შეუკვეთა.