-
2014-10-20 17:15
გავრცელებული ხმების მიხედვით, მოდელმა სიყვარულის ამბავი ყველას დაუმალა და მოულოდნელად გაიპარა.
ამ ხმებს ისიც დაემატა, რომ მისი მობილური ტელეფონი გამორთულია, ამიტომ ნანუკას PrimeTimeNews-ი სახლში დაუკავშირდა.
სატელეფონო ზარს ბებიამ, ნანამ უპასუხა.
- ნანუკა საფრანგეთშია. რაღაც ევროკავშირის პროექტში არიან ეგ და თავის დაც წასული.
- გავიგეთ ნანუკა გათხოვდაო, მართლია?
- თქვენს პირს შაქარი, ნეტა გათხოვდეს. მე ბებია ვარ და მაგაზე ვოცნებობ. ეგეც და მაგის დაც ძალიან მაგრად სხედან.
ჩემი სადარდებელი ეგ არის. ადრე მამამისიც და დედამისიც მეჩხუბებოდნენ, რომ ვეუბნებოდი გათხოვდითთქო, წინააღმდეგები იყვნენ და ახლა გაჩუმებულები არიან.
ბიჭი მყავს შვილიშვილი ქალიშვილისგან 19 წლის, ძალიან ლამაზი და კარგი ბიჭია.
19 წლისამ შეირთო ცოლი, ახლა დეკემბერში "პრაბაბუშკა" გავხდები და არ უნდა მინდოდეს?
ესენი კიდე სხედან, მემგონი სილამაზე უშლით ხელს.
