-
2014-10-20 14:51
„კომედი შოუს“ მსახიობის თქმით, სატელევიზიო გმირში საკუთარი თავის ამოცნობის შემდეგ, რეალურ პერსონაჟებს ძირითადად დადებითი რეაქცია აქვთ.
„უარყოფითი რეაქციებიც ყოფილა, მაგრამ ძირითადად დადებითი რეაქცია აქვთ. მაგალითად, ქალბატონმა მთვარისამ შემომითვალა, აქ არ ვნახო ეგ ჩამოსული, თორემ სათითაოდ დავაპუტავ თმის ღერებსო.
მანჩო გიორგობიანიც მერჩის. ახლა ახალი სეზონია და დავასვენე მანჩო, არ შევხმიანებივარ, ისე, კი მაინტერესებს, როგორ არის. ვნახოთ, იქნებ რამე ახალი შემოგვთავაზოს, რომ მეც მქონდეს თემა.
ზოგადად, უარყოფითი რეაქციები ნაკლებად არის.
დარწმუნებული ვარ, მაგ შემთხვევებშიც, გაბრაზება ნახევრად ხუმრობით ხდება.
აბა, ახლა, მართლა როგორ დამაპუტავს ვიღაცა თმას, დავიჯერო, ასე გამიმეტებს?“, - ორჭოფულად იკითხა მიშა ანდღულაძემ.
„თბილისელები“