
მეგაშოუს ბოლო ტურზე ალბათ, ცოტამ თუ შეამჩნია, რომ მარიამ სანოგოს მეწყვილე, მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე ცეკვის დაწყებისას დაშავდა.
„ჩა ჩა ჩას“ შესრულების დროს, რეზიკო რობაქიძემ სცენიდან ჩამოსვლის წინ, ერთ-ერთი ილეთის დროს თავი დაარტყა და ტვინის მძიმე შერყევა მიიღო.
ამის მიუხედავად, ცეკვა ბოლომდე შეასრულა და ინციდენტი, რომელიც ცეკვის დროს შეემთხვა, მხოლოდ გოჩა ჩერტკოევმა შეამჩნია.
„კიბიდან ჩამოსვლის დროს რეზიკო ცუდად დაეცა და ტვინის შერყევა მიიღო.
ამის მიუხედავად, ბოლომდე იცეკვა, მეც მერე გავიგე, ტვინის შერყევა რომ მიიღო. ძალიან ცუდად იყო ბოლოს და სასწრაფო გამოვიძახეთ, საავადმყოფოში გადაიყვანეს და წოლითი რეჟიმი აქვს.
ცეკვის მომენტი არ ახსოვს, რა მოხდა, ვერ იხსენებს. რას ვაპირებ, ზუსტად ვერ გეტყვით. რეპეტიციები არ განმიახლებია,“ - ამბობს რეზიკო რობაქიძის მეწყვილე, მარიამ სანოგო.
ambebi.ge