
აღნიშნულის თაობაზე მომღერალმა ეკა ხოფერიას თოქ-შოუში ისაუბრა.
„რადგან მომეცა საშუალება, მინდა სიმპატიები და პატივისცემა დავაფიქსირო პროექტის მონაწილეების მიმართ.
ადამიანები, ვისაც ახლა დავასახელებ, ცალ-ცალკე რომ ყოფილიყვნენ სხვადასხვა სეზონში, რა თქმა უნდა მათ ვუგულშემატკივრებდი.
ერთი, ეს არის ჩემი ნათლული ნინი ბადურაშვილი, მეორე, ჩემი შვილების უახლოესი მეგობარი, ნოდიკო ტატიშვილი და ჩემი შვილი.
მის მიმართ განსაკუთრებულად დადარაჯებული ვარ. მინდა, მან არ შეირცხვინოს თავი.
სულ ვგრძნობდი, როგორ უნდოდა ცეკვა. რადგან მან აისრულა ეს ოცნება, გზა დამილოცნია“, - განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ.