
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ უცვლელ მონაწილეს უჭირს მისი ყოფილი პარტნიორებიდან ვინმეს გამოყოფა.
„პარტნიორებიდან ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. საერთოდ, არ მიყვარს შედარებები.
ისიც მაღიზიანებს, ვიღაცას რომ მადარებენ. ყველამ თავისებურად კარგი პარტნიორობა გამიწია.
რაც შეეხება ბოლო სეზონს, მასში მონაწილეობა მხოლოდ ნოდიკო ტატიშვილის გამო მივიღე. ჩვენ ამ პროექტამდეც ვმეგობრობდით და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ.
ცოტა ხნის წინ საყურე მაჩუქა და მითხრა, გაიკეთე, იმ კაბას, რომლითაც ტანგო უნდა იცეკვო, ძალიან მოუხდებაო. ძალიან გამიხარდა“, - აღნიშნა ჯულიანა ბარ-გნარმა.
„გზა“